EMC2-ის შესახებ

შპს "იემსი კვადრატი" ხარისხზე ორიენტირებული და კრეატიული ხედვების მქონე კადრებით წარმოდგენილი ჯგუფია, რომლის სერვისებიც დროში მოქნილი და მსოფლიოში აპრობირებულ მეთოდებზეა დაფუძნებული. წარმატების ძიების პროცესში იემსი კვადრატი უმოკლესი გზა და მყარი გარანტია დასახული მიზნის მისაღწევად. ჩვენი გუნდი გამოირჩევა მაღალი პროფესიონალიზმითა და საქმისადმი ინოვაციური მიდგომებით. ისევე, როგორც ყველა ვებ-დეველოპერულ კომპანიას, იემსი ჯგუფსაც სავიზიტო ბარათად საკუთარი კრედო აქვს, რომელიც პროდუქტის უსაფრთხოებასა და ხარისხიანობაში მდგომარეობს. ჩვენ მზად ვართ, თქვენი მოთხოვნების მიხედვით შევასრულოთ ნებისმიერი სირთულისა და მოცულობის პროდუქტი, განავახორციელოთ აუდიტი, გაგიზიაროთ რჩევები და ჩავატაროთ თქვენი არსებული პროდუქტის ანალიზი და არსებული მიმოხილვა დეტალურად გაგაცნოთ. პარალელურ რეჟიმში ჩვენ მზად ვართ გაგიწიოთ დახმარება თქვენი პროდუქციის პოპულარიზაციაში, ვუზრუნველყოთ საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია და სოციალური ქსელების ინტეგრაცია. ჩვენი ჯგუფის კრეატიული დიზაინრები კი დაგეხმარებიან შექმნათ ეფექტური საფირმო მარკა (ლოგოტიპი), სავიზიტო ბარათი, ბრენდბუქი, ბუკლეტი, მოსაწვევი და სხვა მრავალი დეტალი, რაც ერთიანობაში თქვენი კომპანიის წარმატების საწინდარია.